უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ქმედებები მიანიშნებს, რომ მას მოლდოვა “სტუმრებს უნდა ელოდოს”.
“რუსეთს სურს დნესტრისპირეთის რეგიონის დესტაბილიზაცია და მიანიშნებს, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს.
ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინოვის კართან იქნებიან.
კარგი ამბავი: უკრაინა აუცილებლად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას.
მაგრამ გუნდურად მუშაობა გვჭირდება”. – წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.