ახალი ამბები საზოგადოება

“მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი შეწყალებაზე” – მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც მეუფე ამბობს, ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ის “ძალიან დასუსტებულია”.

გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი.

მიტროპოლიტის თქმით, საქართველოს პრეზიოდენტმა მას უთხრა, რომ ის საზოგადოების ნებას გამოხატავს.

“მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა… ნიკა მელიასაც ეხება ეს და ყველას, იმისათვის რომ ეს მოხდეს, განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან …საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება… ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

იტვირთბა....