“მას პრაქტიკულად გადაუკეტეს გზა კვების, საკვების მიღების… ის მხოლოდ და მხოლოდ იკვებებოდა ამანათების შეგზავნის გზით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ, ციხეში, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
“ის არ ყიდულობდა დაწესებულებაში არსებულ მაღაზიიდან საკვებს და არ იღებდა იმას. იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი და იგივე ადამიანების მიერ შესაძლებლობა ამანათების შეგზავნის, ერთ-ერთი ვიყავი მე და პასუხისმგებელიც გახლდით ამაზე და დღეს როდესაც მოვიტანე ამანათი არ შეგვაგზავნინეს და სანამ მე მასთან შევიდოდი, განუცხადეს, რომ ვეღარ მიიღებს ამანათებს”, – განაცხადა ხერხეულიძემ.