ახალი ამბები პოლიტიკა

“ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს როგორმე ავარიდოთ ომი” – სუბარი

“ქართული ოცნების” ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოს როგორმე ავარიდოთ ეს ომი, რომელშიც ასე მიგვითრევს ჩვენი ოპოზიცია და ჩვენი ვითომ კეთილმოსურნეები ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

“არ მინდა სპეკულაციებში წავიდე, მაგრამ როდესაც არესტოვიჩის განცხადებას ვისმენდი, რატომღაც გამახსენდა – ნეტავ ხომ არ იცოდა, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წამოვიდა? კიდევ უფრო შორს თუ წავალთ სპეკულაციებში, შეიძლება ისიც გავიხსენო, რომ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარვის ორგანიზატორი, რომელმაც ამით დაარღვია როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობა გია ლორთქიფანიძეა. სწორად ამიტომ ხომ არ მოხდა მისი დაწინაურება და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა? მესმის, რომ ეს სპეკულაციებია, მაგრამ ძალაუნებურად ასეთი კითხვები გიჩნდება ადამიანს და ძალიან ცუდ დასკვნებამდე მივალთ, ამ კითხვებს თუ გავყვებით. ამიტომაც, მინდა კიდევ ერთხელ გვერდში დგომა დავუფიქსირო გმირ უკრაინელ ხალხს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ გვერდში ვიდგეთ, მაგრამ ეს არ მოხდება ომში ჩართვის ხარჯზე“, – განაცხადა სუბარმა.

იტვირთბა....