აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს.
“მე ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შესაძლოა, შევძლოთ, შესაძლოა – არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი,” – განაცხადა ტრამპმა.