ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ კოჩანში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი პირი დაშავდა.

კონცერტის მიმდინარეობის დროს გაისროლეს ფეიერვერკი, რამაც შენობის სახურავზე ცეცხლი გააჩინა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, დროულად ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც, თუმცა იმის გამო, რომ ინტერიერი აალებადი მასალით იყო მოპირკეთებული, ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....