აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის სტრატეგია ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: გეგმა A-ს და გეგმა B-ს.
გეგმა A: ცეცხლის შეწყვეტა, რათა გადავიდეთ გეგმა B-ზე, მეორე ფაზაზე, რომელიც არის ყველას დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან, შესაძლოა დიპლომატიის საშუალებით, რათა ვიპოვოთ გზა სამუდამოდ დასრულდეს ეს ომი ისე, რომ იყოს გათვალისწინებული ყველას საჭიროებები. არავინ ამბობს, რომ ეს მეორე ნაწილი ადვილი იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ მივაღწევთ ამ მეორე ნაწილს, სანამ პირველს არ გადავლახავთ.” – განაცხადა რუბიომ.