თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ შეძლებს ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატმბოლში შეხვედრაზე დათანხმებას.
CNN-ის ცნობით, ერდოღანი მომდევნო 48 საათში გეგმავს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბრის გამართვას.
“შედეგები პოზიტიურია. ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით, მაგრამ იქნება უკეთესი. იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენს მოწვევას მიიღებენ და ჩვენ შევძლებთ შევახვედროთ ისინი სტამბოლში“, – განაცხადა ერდოღანმა.