უკრაინის ომი

უკრაინამ კრეისერი “მოსკვა” წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა

უკრაინამ რუსული კრეისერი “მოსკვა” წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

” მოსკვა” ქვეყნის მემკვიდრეობის რეესტრში შეიყვანეს და ნომერი – 2064 მიანიჭეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურისტები, რომლებსაც ჩაძირული რუსული კრეისერის დათვალიერება მოუნდებათ, ამას ოდესიდან 80 მილის მოშორებით შეძლებენ.

“იუნესკოს კონვენციის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოს ეკონომიკური საქმიანობის არეალში ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი კვალი უკრაინას ეკუთვნის”, – წერია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....