ახალი ამბები უკრაინის ომი

ბორელი: მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები.

“მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით.
ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელთათვის თავისუფალი და უსაფრთხო წვდომა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად”, –
განაცხადა ბორელმა.

იტვირთბა....