[su_quote]ყველაზე საშინელება რაც შეიძლება მარიუპოლში მოხდეს, არის ის, რომ ხალხი ჩაიმარხოს ამ ნანგრევებში. დაუმთავრდათ საკვები და წყალი, რა თქმა უნდა, მყისიერად უნდა გაიხსნას მწვანე დერეფანი. ძალიან ბევრი ქვეყნის მცდელობამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. მათ შორის, პუტინს პერიოდულად მიმართავენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, პერიოდულად ურეკავენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი. თურქეთი მზად იყო გემები გაეგზავნა მარიუპოლიდან ხალხის გამოსაყვანად, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოხდა არც ერთი ამ გეგმის რეალიზება. მე არ მჯერა იმის, რომ პუტინი ამაზე თანხმობას განაცხადებს. აქ მეტი სიმკაცრეა საჭირო. მე ვამბობდი და არაერთხელ ვთქვი, რომ სასწრაფოდ საჭიროა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოდან რუსეთის გაძევება. იმ შემთხვევაში, თუ არ უზრუნველყო რუსეთმა მარიუპოლში ჩარჩენილების ევაკუაცია. [/su_quote]
ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა სერგეი ტარუტამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.