ახალი ამბები საზოგადოება

ქუთაისის აეროპორტამდე მატარებელი მივა

30 აპრილიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მატარებელი მივა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შედეგად, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უფასოდ უზრუნველყოფს.

სადგურიდან აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....