ახალი ამბები უკრაინის ომი

გაერო: ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 5,1 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

გაეროს ცნობით, იძულებით გადაადგილებულთა 90% ქალები და ბავშვები არიან.

ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ჩავიდა.

როგორც BBC-ი იუწყება, ქვეყნიდან წასული ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 6 პოლონეთში მიდის. პოლონეთში ჯამში დაახლოებით 2 867 241 ადამიანი გადავიდა.

გაეროს ცნობითვე, 7,7 მილიონი ადამიანი დევნილი გახდა: ისინი ქვეყანაში დარჩნენ, თუმცა იძულებულები გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

 

 

 

იტვირთბა....