ახალი ამბები უკრაინის ომი

“პუტინს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისკენ მოვუწოდე” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, პუტინს სააღდგომოდ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ  მოუწოდა.

“მე მტკიცედ მოვუწოდე მარიუპოლსა და სხვა ალყაშემორტყმულ ქალაქებში ჰუმანიტარული დერეფნების დაუყოვნებლივ მოწყობისა და უსაფრთხო გზის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლურ აღდგომასთან დაკავშირებით.

მე ხელახლა განვაცხადე ევროკავშირის მტკიცე პოზიცია: მხარდაჭერა უკრაინისა და მის სუვერენიტეტისადმი, გმობა და სანქციები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ჩვენი ერთიანობა, ჩვენი პრინციპები და ჩვენი ღირებულებები ურყევია”, – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

იტვირთბა....