ახალი ამბები პოლიტიკა

პრეზიდენტი: საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა

საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა, აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კონგრესმენების ჩამოსვლით დასტურდება, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს სწორედ ამ სასახლეში, სადაც 30 წლის წინ ამერიკის საელჩო გაიხსნა, აშშ-ის კონგრესის მაღალი დონის დელეგაციას ვმასპინძლობთ და მათთან ერთად 30-წლიანი ურთიერთობების შესახებ გამოფენასაც გავხსნით. ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიგრძენით თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი სახელმწიფო მშენებლობის დემოკრატიულ-ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ურყევი იყო თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობისა ყველაზე რთულ მომენტებშიც კი. საქართველომაც მრავალი წლის განმავლობაში თქვენთან ერთად შეიტანა წვლილი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში და ღირსეულად შეასრულეს ქართველებმა თავიანთი მისია, ავღანეთსა და თუ ერაყში. დღეს, როგორც არასოდეს, თქვენი მხარდაჭერა, ორ ქვეყანას შორის მყარი ურთიერთობა სასიცოცხლოდ გვჭირდება საქართველოს, თქვენი აქ ჩამოსვლით გიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არ არის, რეალობაა. საქართველო რჩება თქვენთვის და თქვენი ყურადღების ქვეშ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....