[su_quote]უნდა გავიხსენოთ ის, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] თავი გადადო ამ ყველაფრისთვის. თქვენ გახსოვთ, რა მძიმე რეჟიმი იყო, როგორ უპირისპირდებოდა ნებისმიერ ოპონენტს ეს რეჟიმი, როგორი სისასტიკით, სიძულვილით, ყველა მექანიზმი ჰქონდა ამაში ჩართული. ასეთ დროს ადამიანი, რომელიც ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი, როდესაც გადაწყვეტს თავის გადადებას ქვეყნისთვის და რისკის ქვეშ აყენებს ყველაფერს – არა მარტო საკუთარს, ოჯახსაც. ოჯახი მას გვერდით დაუდგა, როდესაც ეს რთული გადაწყვეტილება მიიღო.
მან გვაჩვენა ჩვენ თავგანწირვის მაგალითი და ამას გაჰყვა მთელი საზოგადოებრივი მოძრაობა, ქართული ოცნება და შემდეგ მთელი პარტია, რასაც ჰქვია პარტია ქართული ოცნება. ამის შემდეგ, ბევრი სხვა რამის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა – ეს არის, მაგალითად, ის, რომ საქმე უნდა აკეთო მოთმინებით, პრაგმატულად და შორს უნდა იხედებოდე, როდესაც პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა.