ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუცნაშვილი ოცნების 10-წლიან მმართველობაზე: სადაც გაიხედავთ, ყველგან აღმშენებლობაა

ქართული ოცნების ათწლიან მმართველობას დადებითად შევაფასებდი დადებითად. პირველი იმის გამო, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და თავისუფლება. ეს ორი გარემოება არის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. მე მიხარია, რომ საზოგადოებაში არსებობს კრიტიკული აზრი და თავისუფლების გამო, არაფერი ემუქრება. სადაც გაიხედავთ, ყველგან აღმშენებლობა მიმდინარეობს. თუმცა, არის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური მასშტაბის გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში, [ამ ათწლიან პერიოდში] იყო დადებითი და გადამწყვეტი. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს გრძელვადიანი წინაპირობები მშვიდობისა და თვისუფლების, არ იქნებოდა. ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა, დაეცვა ეს ბალანსი ქვეყნის მართვისას

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა “ქართული ოცნების” 10 წლის იუბილეზე კომენტირებისას “მეტრონომთან” განაცხადა.

იტვირთბა....