უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლის გამარჯვებად გასაღება სურს.
ამასთან, არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსები ასევე ცდილობენ მარიუპოლის აღებას, რაც ასევე, არ გამოსდით.
“რუსეთი საკუთარ სამხედროებს არ ზოგავს და მათ სასიკვდილოდ იმეტებს. ამ გზით რუსეთის ხელისუფლებას სურს, საკუთარ ხალხს დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლა გამარჯვებად მიასაღოს. მათ ეს არ გამოუვათ. ჩვენი სამხედრო ძალები ამის საშუალებას არ მისცემენ”, – თქვა არესტოვიჩმა.