აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 18 მარტს კენედის ყველა ფაილს გაასაჯაროებს.
“18 მარტს გავასაჯაროებთ კენედის ყველა ფაილს. ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდა.
ძალიან საინტერესო იქნება… ბევრი გვერდია, 80 000, დაახლოებით 80 000 გვერდი.” – თქვა ტრამპმა.