პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა.
როგორც მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, “პოლონეთს არ შეუძლია თავისი მეზობლები მარტო დატოვოს”.
პოლონეთის პრემიერმა სხვა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მებრძოლ სულს, ასევე ყველაზე სუსტებზე ზრუნვით. დღეს ჩვენ ვნახეთ ქალები და ბავშვები, რადგან კაცები ფრონტის ხაზზე იბრძვიან თავისუფალი უკრაინისა და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”,- განაცხადა მორავეცკიმ.