ახალი ამბები უკრაინის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს

უკრაინის რადას დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის მახლობლად, საავადმყოფო დაბომბეს.

მისივე ცნობით, ნანგრევებში 300-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.

“რუსმა რაშისტებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს, “აზოვსტალის” რაიონში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ”, – წერს ტარუტა სოციალურ ქსელში.

 

 

იტვირთბა....