ახალი ამბები საზოგადოება

შემოსავლების სამსახურმა უნებართვო აზარტული თამაშების ორგანიზების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალურ ნებართვას დაქვემდებარებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების უნებართვო მიწოდების ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

“კერძოდ, ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატით უნებართვოდ აზარტული თამაშობის ორგანიზებას ახორციელებდა.

აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში, ამოღებულია ელექტრონულ-მექანიკური სათამაშო აპარატი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

 

იტვირთბა....