ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი საუბრობს, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სარაკეტო დარტყმები უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე სარაკეტო შეტევებს ომის ბოლო დღემდე მიიტანს, რაც მისი თქმით, სავარაუდოდ, კიდევ მინიმუმ ერთ თვეს გასტანს.

“არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს. სარაკეტო დარტყმები ჩვენს ქალაქებზე ომის ბოლო დღემდე განხორციელდება. ახლა, უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რაკეტა აქვთ. ისინი ძირითადად გვიტევენ საჰაერო-ზედაპირის რაკეტებით, რომლებიც უკრაინამ ბუდაპეშტის მემორანტუმის შედეგად გადასცა. სწორედ ამაში მდგომარეობს დიდი ირონია. მათ ასეთი კიდევ ასობით რაკეტა აქვთ”, – განაცხადა არესტოვიჩმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.

მისივე თქმით რუსეთი მთელ სარაკეტო მარაგს ურკაინაში არ გამოიყენებს.

“ვფიქრობ, კიდევ ერთი თვის განმავლობაში დაგვარტყამენ. რაკეტების ნაწილს კი NATO-სთან საშინელი ომისთვის გადაინახავენ”, – ამბობს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

 

 

იტვირთბა....