“ომის მეორე ეტაპი დაიწყო” , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.
“გჯეროდეთ ჩვენი არმიის, ის ძალიან ძლიერია” – წერს ერმაკი.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ “რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს”.