“რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს, ბრძოლა, რომლისთვისაც ასე დიდხანს ემზადებოდნენ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.
“რუსული ჯარების დიდი ნაწილი იქ თავდასხმისთვის არის მობილიზებული. რამდენი სამხედროც არ უნდა გადაისროლონ, ჩვენ თავს დავიცავთ. ვიბრძოლებთ. უკრაინულს არაფერს მივცემთ”,– განაცხადა ზელენსკიმ.