aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი

ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ საზღვარზე ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირის 11-მა ქვეყანამ საზღვარზე ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “შენგენის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, COVID-19-ის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების შემდეგ, ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააუქმა შესვლის წესები ყველა მოგზაურისთვის, მათ შორის არაწევრი ქვეყნებიდან.

ევროკავშირის ქვეყნების სია, რომელშიც ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად მოგზაურობა დასაშვებია შემდეგია:

  • ჩეხეთი
  • დანია
  • უნგრეთი
  • ისლანდია
  • ირლანდია
  • ლატვია
  • ნორვეგია
  • პოლონეთი
  • რუმინეთი
  • სლოვენია
  • შვედეთი

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის არაწევრ მოგზაურებს არ მოეთხოვებათ წარმოადგინონ მოქმედი COVID საშვი. მათ ახლა მხოლოდ უნდა ჰქონდეთ საჭირო სამგზავრო დოკუმენტები, როგორიცაა მოქმედი პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში ვიზა.

მოგზაურებს არაწევრი ქვეყნებიდან, ისევე როგორც მათ, ვინც მოგზაურობენ ევროკავშირის ფარგლებში, აღარ მოეთხოვებათ ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ტესტის სერთიფიკატი ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა დიდ ღონისძიებებში შესვლისას.

გარდა ზემოთ ნახსენები ქვეყნებისა, საბერძნეთი ასევე მალე მოხსნის შეზღუდვებს მოგზაურთათვის.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ 2 მაისიდან ყველა მოგზაურს, მიუხედავად მათი მშობლიური ქვეყნისა, შესვლა შეზღუდვის გარეშე შეეძლება.

იტვირთბა....