ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

საყვარელიძე: აშშ არ ჩქარობს, რომ ომი დაამთავროს ერთ თვეში… იმ მოცულობის იარაღს აწვდიან უკრაინას, რაც საჭიროა ომის დროებით შეჩერებისთვის

ამ შემთხვევაში, ის [იარაღი] რაც დღეს გვაქვს, არ არის საჭრო, რომ რუსებს გავუმკლავდეთ. გასაგებია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, შეერთებული შტატები არ ჩქარობს რომ ეს ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში, ვინაიდან რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი ამ ომში, მით უფრო მეტად აწყობს შეერთებულ შტატებს, რომ დაიცალოს რესურსისგან და სისხლისგან.
ეკონომიკურად შეერთებული შტატები არ ზარალდება დასავლეთ ევროპისგან გასხვავებით, პირიქით, გაზის მიწოდება სულ უფრო მეტად იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში, ამიტომაც იმ მოცულობის იარაღს აწვეთებენ და აწვდიან უკრაინას, რაც საჭიროს გახდის შეჩერებას დროებით, რომ უკრაინა მასიურად შეტევაზე არ გადავიდეს, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა დავით საყვარელიძემ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....