კულინარია საზოგადოება

ახალი დიეტა-აღმოჩენა, რომელიც წონის პრობლემებს დაგავიწყებთ

მსოფლიოს ახალი აღმოჩენა, “წონის მთვლელი” დიეტა უამრავი ადამიანისთვის წონასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად იქცა. დიეტა შეიცავს პროტეინებს, ცილას და ბოჭკოვან საკვებს. შესაბამისად, მისი რაციონი საკვების ფართო არჩევანს გულისხმობს. არ არსებობს შეზღუდვა ხილსა და ბოსტნეულზე (მაშინ როცა, მაგალითად, სხვა დიეტები ბოსტნეულიდან კარტოფილს, ხოლო ხილიდან ბანანს, ლეღვს, ყურძენს და ა.შ. კრძალავენ). დიეტის განმავლობაში დაშვებულია მკაცრი ვარჯიშის სისტემაც, მაშინ როცა სხვა დიეტების დროს სპეციალისტები ფიზიკური დატვირთვის შედარებით შემცირებას ითხოვენ.

რადგან ცილოვან და პროტეინების შემცვლელ საკვებზეა დაფუძნებული, ამ დიეტისთვისთვის დამახასიათებელია:

1, არანაირი საკვები არ არის შეზღუდული – იგულისხმება საკვები, რომელიც შეიცავს პროტეინებს, ცილებს, ბოჭკოვან პროდუქტს.

2, ღამის საათებშიც შესაძლებელია საკვების მიღება- დიეტის მიხედვით, ისეთი გადაცდენები, როგორიც არის ალკოჰოლის ან ღამის საათებში კვება, დაშვებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ხშირად გამეორება არ შეიძლება.

3, დიეტა შესაძლებელია მუდმივად გამოიყენოთ – ამ დიეტას არ აქვს დასაწყისი და დასასრული, რაც სხვა დიეტებს ახასიათებთ და  ხშირ შემთხვევაში, მათი დასრულების შემდეგ, წონის ორმაგი მატება ხდება. „წონის მთვლელი“ დიეტა მრავალფეროვანი რაციონის გამო შესაძლებელია მუდმივად შენარჩუნდეს ცხოვრების წესად.

პროტეინებს, ცილას და ბოჭკოებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: კვერცხი, თევზი, მჭლე ხორცი, რძის ნაწარმი, ბურღულეული, სოიო, ხილი, ბოსტნეული.

წყარო: nhs.uk

იტვირთბა....