ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსები მარიუპოლში საზღვაო ოპერაციისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

რუსები მარიუპოლში საზღვაო/სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის ალბათობა ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში ისევ შენარჩუნებულია.

 „რუსული შენაერთების გადაადგილება უკრაინის ტერიტორიაზე კურსკის, ბრაიანსკის და ვორონეჟის რეგიონებიდან გრძელდება. უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 

პირდაპირი დაპირისპირების ხაზზე განლაგებულ ოკუპანტთა ქვედანაყოფებში პერსონალის უკმაყოფილება იზრდება, მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რჩება დაბალ დონეზე. რუსი სამხედროები მუდმივად უჩივიან როტაციის ნაკლებობას, გაფუჭებულ აღჭურვილობას, მიწოდებული საწვავის ხარისხს და საკვებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის თავდაცვამ მარიუპოლის მცველებს ულტიმატუმი წაუყენა და დანებებისთვის დრო მისცა – მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ოკუპანტებს არ დანებდებიან და ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....