ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა.

„დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ, ისრაელი უსაფრთხოდ იყოს და ტანჯვა დასრულდეს. დროა ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ისრაელის წინადადება, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება, კატარის შუამავლობით „ჰამასს“ უკვე გადაეცა.

იტვირთბა....