[su_quote]დეპუტატების ჩასვლა კიევში, სამძიმრის და სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, არასდროს ყოფილა პირობადებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს რაიმე რისკის შემცველია, აქ საქართველოში ომის გამომწვევ მიზეზად ეს ვერ იქცეოდა, ამას ჩვენ არასდროს ვამბობდით. გამორიცხული არასდროს არაფერია თეორიულად, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც, შეიძლება აქ რაიმე უბედურება დაგვატყდეს თავს. ეს არის მეგობარი სახელმწიფოს ვიზიტი, სამძიმრისა და სოლიდარობის გამოსაცხადებლად. [/su_quote]
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.