ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. დღეს მე მექნება სატელეფონო საუბარი ტრამპთან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დონალდ ტრამპთან საუბარი ექნება.

“ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. დღეს მე მექნება სატელეფონო საუბარი ტრამპთან, შემდგომი ნაბიჯების დეტალებს განვიხილავთ”,– თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2 საათიანი სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ტრამპის იდეას მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების ორმხრივი 30-დღიანი უარის თქმის შესახებ.

იტვირთბა....