უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.
დელეგაციაში იქნებიან ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრება.