ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

“მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე კიევში” – სტეფანჩუკი პაპუაშვილზე

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ უკრაინაში მიიწვია მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, ხვალ შალვა პაპუაშვილთან ექნება სატელეფონო საუბარი და სურს, კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მიწვევა.

“ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას”, – განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედთან”.

იტვირთბა....