სოლიდარობასა და იმედს წინ ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, უფლებებისთვის, კანონისთვის, სამართლიანობისთვის, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – წერს ექრემ იმამოღლუ.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.
მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.
სტამბოლში მერის დაკავებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტთან პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.