ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტამბოლის მერის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებაზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა სოციალური მედიის 261 ანგარიში, მათ შორის 62 ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც იმამოღლუსა და 105 სხვა პირის დაკავებასთან დაკავშირებით „დანაშაულისა და სიძულვილის წამქეზებელი პროვოკაციული პოსტები“ გამოაქვეყნეს.

თურქეთის მოსახლეობას ასევე შეეზღუდა წვდომა პლატფორმებზე, როგორიცაა: YouTube, Instagram, X და TikTok, ასევე შეტყობინებების გასაგზავნ აპლიკაციებზე, როგორიცაა WhatsApp, Telegram და Signal.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.

მანამდე, უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

სტამბოლში მერის დაკავებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტთან პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

იტვირთბა....