ახალი ამბები უკრაინის ომი

გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის

პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის.

როგორც გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის მხარდასაჭერად.

მისი თქმით, რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა შეწყდეს. შტაინმაიერმა ვლადიმერ პუტინს საომარი მოქმედების შეჩერებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაზარდონ.

იტვირთბა....