ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

გერმანიის პრეზიდენტის თქმით, კიევმა უკრაინაში მის ვიზიტზე უარი განაცხადა

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, კიევმა უარი თქვა უკრაინაში მის სტუმრობაზე.

მისივე თქმით, ის უკრაინის დედაქალაქში ჩასვლას, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან, ასევე ლატვიელ, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად გეგმავდა.

“როგორც ჩანს, კიევში ეს არ სურდათ”,– თქვა შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტის დროს.

როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN გერმანულ გამოცემა, Bild-ზე დაყრდნობით იუწყება, ზელენკის შტაინმაიერთან შეხვედრა რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო არ სურს.

იტვირთბა....