დღეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, რომელსაც მოკლული პროგრამისტის დედა, იზა ომიაძეც ესწრებოდა.
კვარაცხელიას დედამ ბრალდებულ ნიკო კაველაძეს მიმართა და უთხრა, რომ დამქირავებლებმა ისინი მიატოვეს.
“შემომხედე და მითხარი, როდესაც მიხვედი გაგარინის მოედანზე, ნაქირავებ ბინაში, ვისთან მიხვედი? – როგორ მიგატოვეს?! ძალიან მეცოდები, შვილსაც დაგიძახებ, მართლა მეცოდები, შენც და ჭელიძეც. საბჭოური მეთოდით ვიღაცამ “კორკოტი მოხარშა”, სადაც ყველა ერთად ჩაგყარათ”, – მიმართა კვარაცხელიას დედამ ბრალდებულს.
იზა ომიაძის თქმით, არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ მისი დამკვეთებიც უნდა დაისაჯონ.
“ეს ხალხი უნდა გადავარჩინოთ… ამას ჰყავს სერიოზული დამკვეთი”, – განაცხადა იზა ომიაძემ.
ბრალდებული კაველაძე კი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განაჩენი პარასკევს გამოცხადდება.