თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ამის შესახებ “მეტრონომს” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს.
მათივე ცნობით, მეტროპოლიტენის ორივე ხაზზე მატარებლები შეუფერხებლად მოძრაობენ.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე პრობლემები იყო. “ვარკეთილიდან” მეტროსადგურ “სადგურის მოედნამდე” მოძრაობდნენ. მგზავრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მხოლოდ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან“ “სადგურის მოედნის“ მიმართულებით გადადგილებულიყვნენ.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთი მატარებლის ხარვეზი იყო, რომლის ჩიხში გადაყვანასაც დრო სჭირდებოდა.