თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეფერზების მიზეზი მოძრავის შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი გახდა.
“შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან“ “სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
არ კონკრეტდება, როდის იქნება შესაძლებელი თბილისის მეტროს პირველი ხაზით სარგებლობლობა. რაც შეეხება მეტროს საბურთალოს ხაზს, კომპანიის ინფორმაციით, ის ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.