უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე იყო დაახლოებით:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 19 600 ადამიანი (გუშინდელზე 100-ით მეტი – UNIAN),
- ტანკები – 732 ერთეული,
- ჯავშანტექნიკა – 1 ათასი 946,
- საარტილერიო სისტემები – 349,
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები – 111,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები – 63,
- თვითმფრინავი – 157 და ვერტმფრენი – 140,
- საავტომობილო ტექნიკა – 1 ათას 406 ერთეული,
- გემები/ნავები – 7 ერთეული,
- ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76,
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 124,
- სპეციალური აღჭურვილობა – 25,
- გამშვები OTRK / TRK – 4.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.