უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამავდროულად, მან სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, რადგან დაზარალებული ტერიტორიებიდან ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება.
„ჩვენი ტერიტორიის ნაწილში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ ახალ შეტევას ამზადებს, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დაარღვიოს ჩვენი ეროვნული წინააღმდეგობა. ოკუპანტებმა მოამზადეს ათიათასობით ჯარისკაცი და უზარმაზარი აღჭურვილობა ახალი დარტყმების განსახორციელებლად“, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.