პოლიტიკა უკრაინის ომი

ვოლსკი: გეგონება “ნაციონალური მოძრაობის” ექსკლუზივია უკრაინაში არსებული მდგომარეობა

“გეგონება მათი ექსკლუზივია უკრაინაში არსებული მდგომარეობა და გეგონება ეს მხოლოდ შალვა პაპუაშვილს ეხება და ორი ადამიანის კინკლაობა იყოს. რეალურად სულ სხვა მდგომარეობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკაში”, საპარლამენტო უმრავლესობის უკრაინაში შესაძლო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

“შალვა პაპუაშვილს გადაწყვეტილება – ჩავიდეს თუ არა უკრაინაში, ჩემი აზრით უნდა იყოს გარკვეული წინასწარ. უშველებელი ტრაგედია ტრიალებს დღეს უკრაინაში და ამის იმ რაკურსზე გადაყვანა, რომ თითქოს ჩვენ “ნაცმოძრაობის” სპექტრში უნდა გავიაროთ და დავივიწყოთ რა შეურაცხყოფა მიიღო საქართველომ და არა შალვა პაპუაშვილმა ან გია ვოლსკიმ ან ნებისმიერმა… ამას შეურაცხყოფაც აღარ ჰქვია. ამას ჰქვია დარტყმა, რომელიც დაუმსახურებლად მიადგა ქვეყანას, რომელიც მყარად დგას პოლიტიკურ პოზიციაზე და ჰუმანიტარულ თემასთან დაკავშირებით აღარ გავაგრძელებ საუბარს, პირველი ნომერი ვართ მსოფლიოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ოცნების” წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....