ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძის თქმით, “ოცნების” წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.

“არავის არ აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, პირდაპირ ვთქვათ, საპარლამენტო უმრავლესობაში როცა ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

იტვირთბა....