ახალი ამბები საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა

პარტია “ქართული ოცნების“ კვოტით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძეა წარდგენილი.

ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს, ხოლო აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა.

ვასილ მაღლაფერიძე არის პროექტ “ტელესკოლისა” და დოკუმენტური სერიალის – “მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ ავტორი.

ამასთან, ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატად სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილია ლაშა ტუღუში.

იტვირთბა....