ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციები მე-6 პაკეტს ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კითხვაზე რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, ლანდსბერგისმა თქვა, რომ მან დაინახა მრავალი გულწრფელი ძალისხმევა გავლენიანი ევროპელი ლიდერების მხრიდან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, კერძოდ, იურიდიულად განიხილავს მის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა.

„ახლა ბევრი რამ ხდება. ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას მეექვსე პაკეტზე (სანქციებზე), რომელიც ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვის ვარიანტს განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ კონსენსუსის მიღწევაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იმედი მაქვს ამჯერად იმუშავებს. კითხვაზე, რა არის გასაკეთებელი, რომ ვუპასუხოთ, უმჯობესია კიევში ჩავიდეთ, ირპინში, ბუჩაში მოვინახულოთ და თავად ვნახოთ, რატომ უნდა გამოვიყენოთ სანქციები“, – განაცხადა ლიტველმა ოფიციალურმა პირმა.

როგორც ცნობილია, დღეს ბრიუსელში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხია უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა და უკრაინის ხალხის შემდგომი დახმარება რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....