ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აშშ-ში, ნენსი პელოსის ქმრის თავდამსხმელს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აშშ-ში, სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დევიდ დეპაიპს, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის სახლში შეიჭრა და მის მეუღლეს თავს დაესხა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ფედერალურ ოფიციალურ პირზე თავდასხმასა და გატაცების მცდელობაში.

პროცესზე 44 წლის დეპეიპმა აღიარა, რომ პელოსის მძევლად აყვანა სურდა. თუმცა, ის იმ დროს ვაშინგტონში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმა 2022 წლის 28 ოქტომბერს მოხდა.

იტვირთბა....