ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არა რუსულ კანონს!” – ქუთაისში, 14:00 საათზე, სტუდენტები ევროპულ მარშს გამართავენ

ქუთაისში მე-6 დღეა სტუდენტები გაფიცულები არიან – ახალგაზრდები აუდიტორიებში შესვლას და ლექციებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ.

მათი თქმით, ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღებით ანტიევროპული გადაწყვეტილება მიიღო. ისინი დღეს 14:00 საათზე ევროპულ მარშს გამართავენ და მოსახლეობას პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები ამ წუთებში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში იკრიბებიან.

“ოფიციალურად, სტუდენტები უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები ვართ. ჩვენ არ შევდივართ აუდიტორიებში, ჩვენი გეგმა და მიზანი კვლავ იგივე რჩება – არა რუსულ კანონს! სანამ ეს კანონი უკან არ იქნება გაწვეული, ჩვენ არ გავჩერდებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტუდენტები აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ჩვენი წინადადებებით შევიდეთ, რათა თითოეული სტუდენტის ინტერესები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი, მარიამ მსხილაძე.

იტვირთბა....