ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გამოვლინდა ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 577.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.65%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა, აჭარა – 2, იმერეთი – 12, ქვემო ქართლი -5, შიდა ქართლი – 4, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი -1, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 059 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 233, აჭარაში – 26, იმერეთში – 79. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში – 63, აჭარაში – 17, იმერეთში – 8. 2 647 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

იტვირთბა....